ამა წლის 6 სექტემბერს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად ქალაქ ტყიბულში ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკველი აკურთხა.
აღნიშნული ტაძრის მშენებლობა ოკრიბის სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის ორგანიზებით იმ ისტორიული ტაძრის ადგილას მიმდინარეობს, რომელიც 60-იან წლებში იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაანგრია.