09 Ιανουαρίου, 2019

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრმა მოაწერა ხელი

Διαδώστε:

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის ყველა წევრმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხელმოწერის შემდეგ ტომოსის გაფორმების პროცესი დასრულდა და ის ოფიციალურად შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი 8 იანვარს უკრაინიდან სტამბოლში ჩაიტანეს. მსოფლიო საპატრიარქოს წევრების ხელმოწერის შემდეგ ტომოსს კვლავს უკრაინაში დააბრუნებენ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ 5 იანვარს მოაწერა ხელი.

ავტორი – ლევან ახალაია / 1tv.ge

Διαδώστε: