30 Δεκεμβρίου, 2021

უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირმა საჯაროდ არ უნდა დაიჩოქოს რელიგიური ლიდერის წინაშე – დეკანოზი თამაზ ლომიძე

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიუნხენის წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს სახელმწიფოს რომელიმე უმაღლესი მმართველი შტოს მეთაურმა, მიუხედავად მისი პირადი რწმენისა თუ შესაძლო პირადი პატივისცემისა, საჯაროდ არასოდეს უნდა დაიჩოქოს რომელიმე რელიგიური ლიდერის წინაშე. ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფოსი, უმაღლესი სახელმწიფო პოსტის მნიშვნელობის ვერგაცნობიერება და ასევე, დიდად შეუფერებელია ნებისმიერი რელიგიისთვისაც”, – წერს დეკანოზი თამაზი.

wenews.ge

Διαδώστε: