დღეს, 2022 წლის 30 სექტემბერს, თხუთმეტი წელი შესრულდა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქისა და ბუქარესტის მთავარეპისკოპოსის და უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტის დანიელის ინტრონიზაციიდან.
უნეტარესი პატრიარქი დანიელი (ერში დან ილიე ჩობოტიე) დაიბადა 1951 წლის 22 ივლისს. ის 1990 წლის 4 მარტიდან იმყოფება მღვდელმთავრის ხარისხში.
2007 წლის 30 ივლისს, უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქ თეოქტისტეს გარდაცვალების შემდგომ, მოლდოვისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი დანიელი დაადგინეს რუმინეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ.
2007 წლის 12 სექტემბერს მიტროპოლიტი დანიელი აირჩიეს სრულიად რუმინეთის პატრიარქად. იმავე წლის 30 სექტემბერს ბუქარესტის წმიდა მოციქულთასწორთა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინტრონიზაცია.
