05 Μαΐου, 2021

ქართული ქვაფენილი: ისტორიის ატრიბუტი თუ თანამედროვეობის მკაფიო შტრიხი – ფოტო

Διαδώστε:

პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ

თანამედროვე ქალაქებში ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს უფრო ესთეტიკური დანიშნულება აქვს, ვიდრე პრაქტიკული. Sputnik საქართველოს რეპორტიორმა ისტორიით მსუნთქავი ქუჩები მოიარა და შთაბეჭდილებები გაგვიზიარა

მართალია, ჩვენს დროში საგზაო მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა, მაგრამ თბილისის ისტორიული რაიონების უმეტესობისთვის, მათი რელიეფის გათვალისწინებით, ქვაფენილიან გზებს დღესაც გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს.

საქმე ისაა, რომ წვიმის დროს ფერდობებიდან დაშვებული წყლის ნაკადები ქვაფენილს ბევრად ნაკლებად რეცხავს, ვიდრე ასფალტსა თუ ბეტონს. ამას ემატება ისიც, რომ ქვაფენილი პრაქტიკულად არ ცვდება, ხოლო დაჯდომის შემთხვევაში მარტივად შეიძლება მისი ხელახლა დაგება.

მართალია, უახლესი კომპოზიციური მასალების ფონზე ქვების ხელით დამუშავება შესაძლოა გონივრული არ იყოს, მაგრამ თბილისის შემთხვევაში ეს ერთგვარი რარიტეტია – ანტიკვარიატის ანალოგიურად.

sputnik-georgia.com

Διαδώστε: