22 Σεπτεμβρίου, 2026

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა

Διαδώστε:

21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. თანამსახურებდნენ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), წმინდა სინოდის სხვა წევრები და სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქადაგების ბოლოს მისმა უწმინდესობამ მიტროპოლიტ დიმიტრის მრავალმხრივი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია გადასცა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

Διαδώστε: