30 Ιανουαρίου, 2026

ღირებულებითი განათლების პროგრამაში გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ

Διαδώστε:

მიმდინარე წლის 27 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი პროგრამის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, სადაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებულ სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გადამზადების კურსი მიზნად ისახავდა სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებას თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების კლუბებში საქმიანობა და მოსწავლეებთან მუშაობა.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელიც ეფუძვნებოდა არაფორმალური განათლების მიდგომებს, აქტიურ სწავლებასა და მოსწავლეებში ეროვნული, პიროვნული და უნივერსალური ღირებულებების განვითარებას.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

Διαδώστε: