2023 წლის 15 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მინესოტას წმ. თომას უნივერსიტეტის პროფესორის და მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის პოლ გავრილიუკის ლექცია თემაზე: “ღმერთის აღქმა ლიტურგიაში”.
ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტი • New Georgian University
