31 Οκτωβρίου, 2025

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომლოცველობითი ტური მცხეთაში

Διαδώστε:

ამა წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომლოცველობითი ტური ამჯერად მცხეთაში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები, მათი თანმხლები პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები.

ტურის მონაწილეებმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, სამთავროსა და ჯვრის მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები მოილოცეს.

საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”


sazu.ge

Διαδώστε: