29 Σεπτεμβρίου, 2020

შეხვედრა ახალგაზრდებთან

Διαδώστε:

ა.წ. 26 სექტემბერს, ედირნეკაპის წმ. გიორგის ქართულ სამრევლო ტაძარის წინამძღვარი მამა ილია ჯინჯოლავამ გაიმართა შეხვედრა სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდების ერთ [მცირე] ნაწილთან. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა და გაცნობით ხასიათს ატარებდა, თუმცა გაჟღერებულ იქნა სხვადასხვა სახის ინიციატივები, მათ შორის, სოციალურ-საქველმოქმედო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. ხასგასმულ იქნა, რომ ერთობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რათა ერთის მხრივ, ერთობლივი ძალიახმენით მოხდეს ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვა, ხოლო მეორეს მხრივ, ახალგაზრდობის ერთობამ და მათმა აქტივობამ დადებითი წვლილი შეიტანოს ჩვენი სამშობლოს, საქართველოს, უკეთ წარმოჩენაში.
შეხვედრები კვლავ განმეორდება და იმედი გვაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მიიღებს მასში მონაწილეობას.

 

ქართული სამრევლო კონსტანტინოპოლში

Διαδώστε: