20 Ιουνίου, 2020

შეხვედრა-სემინარი „რონდელის ფონდის“ პროექტის „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობის” ფარგლებში და National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით გაიმართა

Διαδώστε:

2020 წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს შეხვდნენ.

სემინარზე იმსჯელეს, სად გადის ზღვარი სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის თანადგომას შორის, როგორ უნდა წარიმართოს სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის ურთიერთთანამშრომლობა, როგორ უნდა გადაიჭრას ის ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც თანამედროვე მორწმუნე ადამიანებს აწუხებთ, განიხილეს ადამიანის ფსიქოტიპები, აგრეთვე შიშისა და ფობიების ყველაზე გავრცელებული ფორმები და ისაუბრეს მათთან გამკლავების როგორც ეკლესიაში არსებულ გამოცდილებაზე, ისე ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ მკურნალობის მეთოდებზე, საუბარი ასევე შეეხო სუიციდის პრობლემას.

საკითხის სიმრავლიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა მორიგი სემინარი, რომელიც აზარტულ თამაშებს, ლუდომანიის სენსა და ნარკომანიას შეეხება.

 

Διαδώστε: