07 Ιανουαρίου, 2021

შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხმა “მთავარმა”, ხოლო შემდგომ ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს საპატრიარქომ.

შორენა თეთრუაშვილი მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. იგი ჯერ საპატრიარქოს მიმღებში დასაქმდა, ხოლო მოგვიანებით კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტად დაინიშნა.

wenews.ge

Διαδώστε: