13 Φεβρουαρίου, 2021

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის, რომელიც დასკვნას სინოდის სხდომას წარუდგენს

Διαδώστε:

წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას , – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში.

წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია შეისწავლის, რომელიც დასკვნას სინოდის სხდომას წარუდგენს.

 

ipn.ge

Διαδώστε: