05 Απριλίου, 2021

წმინდა ჯვარი

Διαδώστε:

წმინდა ჯვარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანულ რწმენასა და ეკლესიის მართლმადიდებლურ მსახურებაში.  იგი წარმოადგენს სიყვარულსა და მსხვერპლის სიმბოლოს და აღდგომის მოლოდინს. მან ყველაზე მეტად, ვიდრე სხვა რამემ, იქონია გავლენა ქრისტიანულ ხელოვნებასა, არქიტექტურასა, მხატვრობისა, პოეზიასა და მუსიკაზე.

ადრეული წლებიდან უდიდესი ეკლესიები შენდებოდა ჯვრის ფორმით, თითოეული მადგანი ზევითკენ აღიმართებოდა. კანკელი და სხვა ნივთები, გამოყენებული საყოველთაო ღვთისმსახურების დროს, დამშვენებულია ჯვრით ძვირფასად მორთული ჯვრები დაბრძანდება წმინდა ამბიონზე, რათა მსახუმა ეპისკოპოსებმა და მოძღვრებმა დალოცონ ხალხი. ჯვარს ატარებენ ახალმონათლული ქრისტიანები, რათა დაიცვან თავი მისი მეშვეობით (ხილული და უხილავი მტრებისაგან) და განმტიკცდნენ სულიერად. ჯვარი გამოიყენება წყალკურთხევის დროს. წმინდა ჯვარი დგას წმინდა საყდრის უკან, განასახიერებს ცარიელ საცხედრეს აღმდგარი უფლისას, როგორც მისი ჯვარცმის სიმბოლოსა და მსოფლიოს ხსნისათვის გაღებულ მსხვერპლს.

თითქმის თავიდანვე დამკვიდრდა ტრადიცია, როდესაც მოძღვარი და ეპისკოპოსი აკურთხებდა მორწმუნეებს, ხელით გადასახავდა მათ ჯვარს. წმინდა მსახურების მოძღვარი საღვთო ლიტურღიის დაწყების წინ აკურთხებს წმინდა ამბიონს ჯვრის სახით, უჭირავს ხელში წმინდა სახარება და ამ დროს ამბობს ლოცვას: ,,კურთხეულ არს მეუფება მამისა…” ასევე ხდება ყველა სხვა წმინდა საიდუმლოების მსახურების წინ, და აგრეთვე ყოველი კურთხევის წინ, იქნება ეს სახარებᲘთ, წმინდა ძღვენით ან ჯვრით.

მრევლს შეუძლია აგრეთვე გადაისახონ ჯვარი. მარჯვენა ხელის სამი შეერთებული თითით (სამების აღმნიშვნელი), ისინი განასახიერებენ ჯვარს თავიანთ სხეულზე, იწყებენ შუბლᲘთ, შემდეგ მკერდზე გადადიან, რის შემდეგ მხრებზე (მარჯვენიდან მარცხენაზე) გადადიან. ჩვენ ვისახავთ ჯვარს სხვადასხვა დროს, მაგალითად, წმინდა ტაძარში შესვლის დროს და წმინდა ხატების მოლოცვის დროს, აგრეთვე ყველა მსახურების დაწყებისᲐ და დასრულების დროს. ანალოგიურად ვიქცევით ჩვენ ღვთისმსახურების დროსაც, განსაკუთრებით წირვის დროს, მაგალითად, როდესაც სრულდება მცირე გამოსვლა წმინდა სახარებით და დიდი გამოსვლა წმინდა ძღვენით, წმინდა სახარების კითხვის დაწყებისა და დამთავრებისას, ყოველ ჯერზე მამისა და ძისა და სული წმინდის ხსენებისას და განსაკუთრებით წმინდა საიდუმლოების მიღების შემდეგ. აგრეთვე არის შემთხვევები, როდესაც არ უნდა გადავისახოთ ჯვარი, მაგალითად, როდესაც მღვდელი საცეცხლურით აკმევს, (ჩვენ თავი უნდა მოვდრიკოთ) ან როდესაც ვიღებთ სეფისკვერს  მღვდლისგან (ჩვენ ვიხრებით და ვეამბორებით მის ხელს) ანალოგიურად ვიქცევით, როდესაც ვითხოვთ ეპისკოპოსებისა და მოძღვრებისაგან კურთხევას

(თავს ვხრით და ვეამბორებით ხელზე).

ჯვრის გარდასახვა შეგვიძლია ბევრ სხვა შემთხვევებში ეკლესიის გარეთა და მსახურების გარდა. ჩვენ შეგვიძლია გადავისახოთ ჯვარი, დილას როცა ვიღვიძებთ და ძილის წინ, ჯვრის გარდასახვით შეგვიძლია დავიწყოთ და დავამთავროთ ჭამა და სამუშაო. მორწმუნეებს შეუძლიათ გადაისახონ ჯვარი მგზავრობის წინ (მანქანის დაქოქვის წინ მფარველობა შესთხოვონ უფალს) და ნებისმიერ დროს, როცა ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ უფალს ან რაიმე შევთხოვოთ მას! ჯვრის გარდასახვᲘთ ვამყარებთ ჩვენს ლოცვას, ჩვენი ხორცი და სული მიმართულია ღმრთისაკენ ეს უნდა გააკეთოთ მოწიწებით და არა მშრალად, ფორმალურად ან უგულისყუროდ ჩვენი გონება და მთლიანი ჩვენი არსება მიმართული უნდა იყოს ღმერთისკენ ამ წამიერი ჯვრის გამოსახვის დროს. ასე ყველაფრის გამო შეიძლება ვილოცოთ, რაშიც დანაკლისს განვიცდით, იქნება ეს თხოვნა, ცოდვების მიტევება ან მფარველობა.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრი სასწაული ხდებოდა რწმენით ჯვრის გადასახვით (უბრალო ქრისტიანების მიერაც). აი ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი: ერთი ქრისტიანი დააპატიმრეს და შემდეგ აიძულეს დაელია მომაკვდინებელი შხამი. მან გადასახა ჯვარი, შესთხოვა უფლის ძალას შემწეობა და დალია საწამლავი, უვნებელი გადარჩა, ამით დაამტკიცა უფლის სიტყვების ჭეშმარიტება: ,,ღაღათუ სასიკუდინე რამე სუან, არარა ავნოს მათ” (მარკ. 16,18) სხვები, აგრეთუ უფლის მიერ თქმული (17), იყვნენ ჯვრის ძალით დაცულნი ,,ეშმაკთა განმსხმნელნი”, სატანის მწვალებლობისაგან. აი რატომ იგალობება ეკლესიაში: ,,უფალო, შენ ჯვარი შენი გვიბოძე ჩვენ, როგორც იარაღი ეშმაკის წინააღმდეგ

საბრძოლველი, რადგან მტერს ეშინია და კრთის, ვერ ბედავს მის ძალას თვალი გაუსწოროს” (ჟამნობა მე-8-ე ხმა).

ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, უფალმა გვიბოძა ეს უძლიერესი იარაღი ეშმაკის ყველა ხრიკების საწინააღმდეგოდ საბრძოლველი და აგრეთვე ყველანაირი ცხოვრებისეული ფათერაკებისა. როგორც გვასწავლიან წმინდა მამები (თავიანთი პირადი გამოცდილებით), ჯვარი იცავს ყველა ქრისტიანს. ეს წყაროა განათლებისა და ძალისა; იგი მორწმუნეებს აძლიერებს; აძლევს იმედს; განკურნავს ავადმყოფთ და ყოველთვის გვიცავს ჩვენ, გვიხსნის ბოროტებისაგან.

წმინდა ჯვარი, რომელსაც დღეს ეკლესია გვთავაზობს თაყვანის საცემად, არის მფარველი მთელი კაცობრიობისა და მხსნელი. იგი წარმოადგენს კიბეს, ჩვენს ამყვანებელს ზეცაამდე და უფრო მეტსაც გვიკეთებს.

მოდით ვეძებოთ ნავთსაყუდელი და დახმარება უფლის წმინდა ჯვარში, ყოველ დღე და ყველანაირ სიტუაციაში, იქნება ეს განსაცდელისა თუ გასაჭირის დროს, ასეთი მოქცევით, გავაკეთებთ ამას თავდაჯერებულად, იმედით რომ გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში.

 

ამინ.

 

Διαδώστε: