ამა წლის 31 აგვისტოს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) სოფელ ქორეთში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხა.
წირვის შემდეგ ახლად ნაკურთხ ტაძარში მობრძანდა მიტროპოლიტი დანიელი, რომელმაც დოქსოლოგია აღასრულა და დალოცა მრევლი, ხოლო ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი ხობუა დაადგინა.
