ამა წლის 21 ივნისს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ აკაკი აფხაზავას, ხოლო დიაკვნად – წიგნის მკითხველ ზურაბ ასამბაძეს, რომელსაც სახელად ზოსიმე უწოდა.
მღვდელი აკაკი იმსახურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ხოლო დიაკონი ზოსიმე – ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.
