21 Ιουνίου, 2023

ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მეორე ლექცია

Διαδώστε:

2023 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მეორე ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი.
მეორე ლექციის თემა იყო „ხელოვნების ცნება და ფორმები ჰეგელის ესთეტიკაში“. ლექციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი

Διαδώστε: