17 Μαΐου, 2022

15-16 მაისს სერბეთის ეკლესიის სინოდი ჩატარდება – იხილეთ მოსალოდნელი შედეგები

Διαδώστε:

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დუმილი მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სტატუსის აღიარების შემდეგ დიდ საიდუმლოდ იქცა.

სერბეთის ეკლესიის პასუხს ყველა ადგილობრივი ეკლესია ელოდება, მაგრამ მაინც დუმს. რა შეიძლება იმალებოდეს დუმილის მიღმა, რა დილემები და სცენარები ტრიალებს სერბეთის ეკლესიაში?

„ნოვა მაკედონიამ“ გამოიძია და გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სერბეთის ეკლესია სინოდამდე არაფერს იტყვის. კრებას, რომელიც 15 მაისს დაიწყება და საზეიმო ხასიათს მიიღებს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თქმით, ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის გადაცემის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სერბეთის ეკლესიის აღნიშნულ ტომში ჩრდილოეთ მაკედონიის ეპარქიები გადაცემულად არის მოხსენიებული.

როგორც „ნოვა მაკედონიამ“ წყაროებიდან შეიტყო, კრების მომზადებულ დღის წესრიგში სამი საკითხია განსახილველი:

პირველი პუნქტი არის უკრაინა, მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა, სადაც სერბეთის ეკლესია რუსეთის ეკლესიის მხარეს იქნება.

დღის წესრიგის მეორე პუნქტი კოსოვო და სერბეთთან ურთიერთობაა.

და მესამე პუნქტი, მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილების ანალიზი, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის იერარქია კანონიკურ წიაღში დააბრუნა.

სერბეთის ეკლესიის სინოდი განაჩინებს, რომ მსოფლიო საპატრიარქო სერბეთის ეკლესიის იურისდიქციაში იმ დროს შეიჭრა, როცა სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიები ათწლეულის მანძილზე არსებული დავის გადაწყვეტასთან ახლოს იყვნენ. რეალურად კი მსოფლიო საპატრიარქო არ შეჭრილა სერბეთის ეკლესიის იურიადიქციაში, რადგან მას არ უღიარებია ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, არამედ აპელაციის გზით, როგორც ამის უფლებას მსოფლიო კრებების კანონები აძლევენ, განკვეთილი სასულიერო პირები კვლავ კანონიკურ წიაღში დააბრუნა და სერბეთის ეკლესიას მოუწოდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საკითხები ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიასთან.

სერბეთის ეკლესიის დასკვნა, “ნოვა მაკედონიას” ინფორმაციით, იქნება ის, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესია წაგებულია, რადგან იგი სიტყვა “მაკედონიის” გამოყენებას ვერ შეიძლებს. ეს კი იმიტომ, რომ მაკედონია საბერძნეთის და ბულგარეთის ტერიტორიებსაც მოიცავს, შემდეგად სერბეთის ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ ამგვარ პროპაგანდას წამოიწყებს. ამით ის ახალ პრობლემას ჩაუყრის საფუძველს. ამავე კონტექსტში სერბები მსოფლიო პატრიარქს დაასახელებენ როგორც ამერიკელებთან პოლიტიკურ კავშირებში მყოფს.

ამ დრომდე არ არის გასაჯარივებული არაიანირი სახის ინფორმაცია, თუ რა პოზიციას დაიჭერს სერბეთის ეკლესია, რომელიც ბოლო 3 წელია პირდაპირ და დაუფარავად პრორუსულ პოზიციებს აჟღერებს. შესაბამისად მოსალოდნელია იგივე სცენარი, რაც რუსეთის ეკლესიამ დადგა.

ამის პარალელურად როგორც სერბული პრესა წერს რა თქმა უნდა გამორიცხული არაა სერბეთის ეკლესიამ აღიაროს მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიასთან დაკავშირებით და ამითი საკუთარი თავი არა დამარცხებულად არამედ პირიქით, გამარჯვებულად გამოიყვანოს.

wenews.ge

Διαδώστε: