09 Ιουλίου, 2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს

Διαδώστε:

7 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის წინამორბედისა და წინასწარმეტყველის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს.

ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში.

სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები.
წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქადაგების დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა და ტაძარში შეკრებილებს საჩუქრად გადასცა ღირს ალექსი შუშანიას ხატები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევის შემდეგ 7 ივლისს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში პირველი წირვა აღავლინა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Διαδώστε: