თურქეთის მმართველმა პარტიამ “სამართლიანობა და განვითარება”, სოციალურ ქსელ ტელეგრამში გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა ასე ჟღერდა: “რა არის 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა?” გამოკითხულთა უმრავლესობამ – 82 % -მა, ასეთ მოვლენად აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება დაასახელა. 10 % გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად აზერბაიჯანის გამარჯვებას ყარაბაღში, ხოლო დარჩენილი 8 % შავ ზღვაში გაზის აღმოჩენას მიიჩნევს.
— წყარო: https://bit.ly/3oteTdg / nikodimoscentre.ge
