მათ მოინახულეს მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარი (ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს), წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი, დალოცეს მისი თანამშრომლები და გორისა და ატენის ეპარქიის მრევლი.
საგულისხმოა, რომ გორისა და ატენის ეპარქიაში წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრთან არსებული უპოვართა სასადილო 2006 წლიდან არსებობს. აქ 250 ბენეფიციარს ემსახურებიან (2020 წლის პანდემიის პირობებში მათი რიცხვი 400-მდე გაიზარდა). სასადილო 2020 წლის სექტემბრიდან დღემდე, გარკვეული მიზეზების გამო, დახურულია.
გორისა და ატენის ეპარქია უახლოეს მომავალში გეგმავს საქველმოქმედო ცენტრის სფეროების გაფართოებას და სასადილოსთან ერთად სათნოების სახლის ამოქმედებას.
