შეხვედრას დაესწრნენ საერო და სასულიერო პირები, საპატრიარქოს თანამშრომლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და ფილიალების წარმომადგენლები, უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საპატრიარქოსა და უსინათლოთა კულტურის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ერთობლივი დისკუსია.
ღონისძიებამ მეტად თბილ გარემოში ჩაიარა და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცებისათვის. საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”, გადაცემა “ერთსულოვნების დილა”
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
