13 Μαρτίου, 2024

2024 წლის 12 მარტს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრად იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის ელჩი, ბატონი აშოტ სმბატიანი.

Διαδώστε:

ელჩს უმასპინძლა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
შეხვედრისას საუბარი სომხეთისა და საქართველოს წინაშე დღეისათვის მდგომ გამოწვევებს და სამეზობლო ურთიერთობებს შეეხო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

Διαδώστε: