27 Μαΐου, 2026

28 მაისს კათოლიკოს-პატრიარქი დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს

Διαδώστε:

SONY DSC

ამა წლის 28 მაისს, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღეს, დავითგარეჯის მამათა მონასტერში წირვას აღავლენს საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე).

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს მონასტერში მიბრძანდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო lll, რომელიც 12:30-ზე პარაკლისს აღავლენს.

sazu.ge 

Διαδώστε: