15 Απριλίου, 2021

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის უხუცესი მუდმივი წევრი, მოსკოვის მიტროპოლიის მმართველი, კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი იუბენალი პირადი თხოვნის საფუძველზე პენსიაზე გავიდა

Διαδώστε:

რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის უხუცესი მუდმივი წევრი, მოსკოვის მიტროპოლიის მმართველი, კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი იუბენალი პირადი თხოვნის საფუძველზე პენსიაზე გავიდა
კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტმა იუბენალიმ პენსიაზე გასვლის თხოვნით ოფიციალურად მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს. მიტროპოლიტმა პენსიაზე გასვლის მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მიტროპოლიტი იუბენალი 85 წლის არის. ის 1965 წლიდან იმყოფება მღვდელმთავრის ხარისხში. 1977 წლიდან არის რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრი. დაჯილდოებულია მეორე პანაღიის ტარების უფლებით. იგი არის რუსეთის ამჟამინდელი პატრიარქის კირილეს ეპისკოპოსად ერთ-ერთი ხელდამსხმელი.
მიტროპოლიტ იუბენალის პენსიაზე გასვლის გამო, პატრიარქმა კირილემ დროებით თავად შეითავსა მოსკოვის მიტროპოლიის უშუალო მმართველობა.

მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

Διαδώστε: