2022 წლის 26 აგვისტოს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) ეწვია ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას, სადაც ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მასპინძლობით, ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წმინდა სინოდის წევრ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა საზეიმო ლიტურგიაში, წირვის დასასრულს მღვდელმთავრებმა გადაინაცვლეს წმინდანის განსასვენებელთან, სადაც შესრულდა პარაკლისი.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
