10 Ιανουαρίου, 2023

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. 

Διαδώστε:

საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას. უკვე რამდენიმე წელია უნივერსიტეტს მჭიდრო კონტაქტი აქვს ვოლოსის აკადემიასთან, მემორანდუმის გაფორმებით ეს ურთიერთოებები ოფიციალურ ფორმატზე გადავიდა.
მემორანდუმს ხელო მოაწერეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორმა, დოქტორმა პანთელის კალაიდძისმა.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა ვოლოსის აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დემეტრიას მიტროპოლიტი იგნატიუსი.
ახალი საქართველოს უნივერსტეტის დელეგაცია გაეცნო ვოლოსის აკადემიის საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს. თანამშრომლობის ფარგლებში დაისახა სამომავლო გეგმები.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი / New Georgian University

Διαδώστε: