17/02/2019 17/02/2019 მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 17 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყებს. მეზვერისა და ფარისევლის კვირას ეკლესია წირვაზე წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების...
17 Φεβρουαρίου, 2019 - 16:10
Τελευταία ενημέρωση: 17/02/2019 - 15:10

მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს

Διαδώστε:
მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 17 თებერვალს, 10:00 საათზე დაიწყებს.

მეზვერისა და ფარისევლის კვირას ეკლესია წირვაზე წმინდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (ლუკა 14, 12-14) იგავს იხსენებს, თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისკენ მოუწოდებს.

მეზვერეები ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ. ფარისევლები კი, ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. იმით გამოირჩეოდნენ, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ისინი ღმრთის კანონებს გარეგნულად ასრულებდნენ, მაგრამ სინანული არ ჰქონდათ.

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული მსგეფსია და ხსნილია ყოვლითურთ. მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ.

წელს დიდმარხვა 11 მარტს დაიწყება და 28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება. დიდმარხვას წინ ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს.

(ინტერპრესნიუსი)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων