ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ნათლულებს 710 ბავშვი შეემატა. საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მობრძანდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III, რომელმაც თავისი ნათლულები დალოცა. პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღე…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპის დასრულების შემდეგ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს! დღეს არის ზეიმი მთელი ეკლესიისთვის, რადგან ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ შვიდას ათი ახალმონათლული. გილოცავთ, ძვირფასო მშობლებო!…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 710 ახალნათელღებული შეემატა ფოტო: ნინო სოზაშვილი sazu.ge
ამა წლის 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა და ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების კოორდინატორები 20 ეპარქიიდან. ამავე დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღნიშნული შეხვედრის მონაწილეები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მნიშვნელობასა და მიზნებს. მისმა უწმინდესობამ სასულიერო პირები დალოცა, მისცა დარიგებები, მოისმინა…
ამა წლის 11 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი რაზვან როტუნდუ მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, სულიერ და კულტურულ…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი: მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი. აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს,…
ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან. საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
ამა წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენს. ღვთისმსახურება 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
6 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სტუდენტთა საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლებთან. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ახალი საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადის — „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“ — პროექტის წარდგენა. სტუმრებმა — „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ, ნიკოლოზ ცხომელიძემ და ანა მირიანაშვილმა — ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ოლიმპიადის შესახებ და მოუწოდეს, მიიღონ…