სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 17.12.2023. 2023 წლის 15 დეკემბერს, რუსეთის სულიერმა მისიამ იერუსალიმში საზეიმოდ აღნიშნა ქრისტეს წმინდა მოციქულის – ზაქეს, ყოფილი მებაჟის, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსის სახ. თავისი მეტოქიონის დაარსებიდან 150 წლისთავი,– იუწყება РДМ-ს პრეს-სამსახური. მიწის ნაკვეთი, რომელიც რუსეთის სულიერი მისიისთვის მისმა მეთაურმა, არქიმანდრიტმა ანტონინმა (კაპუსტინი) 1873 წელს შეიძინა, ქრისტიანული გადმოცემის თანახმად ზაქე მებაჟის კარ-მიდამო იყო. ამ…
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დასრულდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული. დღეს, 15 დეკემბერს, სტუდენტებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის პედაგოგის, ნანა აბრამიასა და ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის პედაგოგის, ფილოსოფიის დოქტორის, ელენე შუბლაძის ხელმძღვანელობით მომზადებული თემები. დასკვნით ღონისძიებას…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეულის მე-3 დღეს სტუდენტებმა მსმენელთა წინაშე წარმოადგინეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრების პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით მომზადებული პრეზენტაციები. სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, თეოლოგიის დოქტორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი). მან ისაუბრა უწმინდესი და…
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გრძელდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული. აღნიშნული კვირეულის მე-2 სამუშაო დღე გახსნა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს წარმატებები უსურვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა სასწავლო-ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ. 12 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში…
2023 წლის 7-10 დეკემბერს ნანდიში, კენიის საკეთილმოწესოში, მართლმადიდებელ დედათა საბჭოს წევრებისთვის სემინარი გაიმართა. ღონისძიება სოფელ ჩეფსონოის ანდრია მოციქულის სამრევლოსთან ახლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის კედლებში გაიმართა. სემინარს უძღვებოდა მართლმადიდებელი მისიონერი ა.ვ. ლიულკა, რომელიც კენიაში ჩავიდა აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს საქმიანობის ფარგლებში. მომხსენებლებს შორის იყვნენ აგრეთვე კეთილმოწესე მღვდელი ტიტუს კიპნჯენი, მღვდელი იასონ კაიელელი, მღვდელი ისააკ მაიო, მღვდელი კირიაკ კიპჩუმბა,…
11 დეკემბერს იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი), რსმ-ის მდივნის, იღუმენ ნიკონის (გოლოვკო) თანხლებით იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია. მცირე სატახტო დარბაზში რუსეთის სასულიერო მისიის სამღვდელოება მიიღო უნეტარესმა თეოფილე III-მ, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა. საუბრისას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასევე იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალურმა მდივანმა, კონსტანტინის მთავარეპისკოპოსმა არისტარხემ, მხარეებმა ერთობლივი მსახურების საკითხები განიხილეს, კერძოდ,…
უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატის ინიციატივითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით 11 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საზეიმოდ გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატის ინიციატივითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით 2023 წლის 11, 12, 14,15 დეკემბერს სასწავლებელში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული. გაცნობებთ, რომ ორშაბათს, 11 დეკემბერს, 11 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და…
7 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა ალექსანდრიის საპატრიარქოს ანგოლისა და ზიმბაბვეს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს, საჯარო ლექცია თემაზე „წმინდა ათანასე ალექსანდრიელის სწავლება არიოზელების წინააღმდეგ“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წლების წინ ამ საკითხზე მუშაობა შემდგომში გახდა მისი სამაგისტრო ნაშრომის თემატიკის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ლექციის ძირითადი ნაწილის დაწყებამდე მან ისაუბრა სამაგისტრო თუ სადოქტორო თემაზე მუშაობის, ზოგადად, კვლევის…