19 მარტს – დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრისთაყვანისცემის კვირა ეწოდება. ის უკავშირდება ჯვრის თაყვანისცემას, რომელიც ძველ დროში დაწესდა მორწმუნეთა სულიერი ძალის შესანარჩუნებლად მარხვის შუაგულში. ის გვახსენებს, რომ სწორედ ჯვარია ჩვენი გადარჩენის მთავარი იარაღი, რომ ის არის სიმბოლო არა მხოლოდ ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილისა, არამედ მისი დიდებული აღდგომისა, რომელმაც სამოთხის გზა გაუხსნა ყველას, ვინც მზად არის მიჰყვეს…
ამა წლის 17 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მორიგი სამუშაო სემინარი. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა დოქტორანტი ვახტანგ ქურდაშვილი(სამეცნიერო ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია). მოხსენების თემა იყო ,, მესალიანელობა წმ. გრიგოლ პალამას „წმინდა მთის ტომოსის“ მიხედვით“. ცნობილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ღვთისმეტყველის – წმინდა გრიგოლ პალამას თხზულებაში – „წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ“ –…
2023 წლის 19 მარტს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), საკვირაო წირვა ჩაატარა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
დიდად ვწუხვართ ბატონ ტარიელ ლოლაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო თავისი საქმის ერთგული, უშურველი, გამორჩეულად კეთილი პიროვნება, რომელიც მოყვასისთვის ცხოვრობდა და მრავალთა იმედი იყო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული და წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი patriarchate.ge
2023 წლის 10 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ინიციატივით სასულიერო სემინარიის სტუდენტებისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით გაიმართა ერთობლივი ღონისძიება. მონაწილეებმა პატივი მიაგეს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას – დედაენის ბაღში მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს…
2023 წლის 12 მარტს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), საკვირაო წირვა ჩაატარა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
2023 წლის 11 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, რიგ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წერილებით მიმართა, სადაც გაუზიარა ღრმა შეშფოთება უკრაინის მართლმადიდებელ ქრისტიანებზე სახელმწიფოს ზეწოლის მკვეთრი გაძლიერების გამო. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 10 მარტს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს ეროვნული ნაკრძალის „კიევ-პეჩერის ლავრის“ ხელმძღვანელობამ უკრაინის მართლმადიდებელი…
გამომცემლობის სახლმა „მეცნიერება“ გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო „ქრესტომათია. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, შედგენილი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ეკლესიის ისტორიის კათედრის მასწავლებლების, მღვდლების ილია პისმენიუკისა და იოანე კეჩკინის მიერ. როგორც მსა–ის პრეს-სამსახური იუწყება, წიგნის მომზადება განხორციელდა რუსეთის ფუნდამენტური კვლევების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით № 21-011-44111 სამეცნიერო პროექტის ფარგლებში. ქრესტომათია შეიცავს მე-20 საუკუნეში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისა და…
საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“. „ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის…