აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დარჩენილ ექვს დღეს ვნების კვირა ეწოდება, იმის აღსანიშნად, რომ სწორად ვნების შვიდეულში მოხდა იესო ქრისტეს ჯვარცმა. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე. ვნების შვიდეულის ხუთშაბათს ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა და…
ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მთელი საქართველო გულისტკივილით ეთხოვება საყვარელ შვილს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, შეუდარებელ სპორტულ კომენტატორს, არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელს, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარესა და საქართველოსა და ისრაელის მეგობრობის დიდ მოამაგეს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს,- გამორჩეულს პატიოსნებით, თავმდაბლობით, სიკეთით, ერთგულებით, სულგრძელებით… ჩვენც მონაწილე ვართ ამ საერთო მწუხარებისა და შევთხოვთ უფალს, აწ…
9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, – სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე და კათედრის გამგის თანაშემწე ვაჟა გიგაური თბილისის 86-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ისინი მოსწავლეებს ჩვენი სასწავლებლის ტრადიციებსა და დღევანდელობაზე, სასწავლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკაზე, მისაღები გამოცდების თავისებურებაზე ესაუბრნენ. სტუმრებს სკოლის დირექტორმა ნანა ქაჯაიამ უმასპინძლა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა…
31 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ფორუმს უმასპინძლა. ,,ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობას, ჩართულობა-თანამონაწილეობას ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ინოვაციური ხედვების წარმოჩენასა და ასახვას, მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით….
30 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის სტუდენტის დავით გეწაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ყოვლადწმინდა სამების დოგმატის ტერმინოლოგიის ისტორია IV საუკუნეში“. ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია; რეცენზენტი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე; ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მედეა ღლონტს. სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და…
2023 წლის 2 აპრილს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოინახულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის, წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარი. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტისა და კათედრის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“ მოსწავლეთა დღის ცენტრს. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი და კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ესაუბრნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის – საქართველოში უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის – მისიაზე, მის უძველეს ტრადიციებსა და დღევანდელობაზე, არსებულ სასწავლო პროგრამებზე,…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მასმედიის საშუალებებისთვის, მოახლოებულ საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშორებით, ინფორმაციას ავრცელებს. “ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულები: ხარება – 7 აპრილს, ბზობა – 9 აპრილს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირდა ტაძარში თუ ტაძრის ეზოში რელიგიური და სხვა საეკლესიო მსახურების ხელის შეშლის ფაქტი და დიდია ალბათობა ზემოაღნიშნულის გამეორებისა, მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც…