სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 21 თებერვალს, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ლოდის (ისრაელი) წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მარკელიოს დიმიტრიოს კარაგეორგიუსმა საჯარო ლექცია წაიკითხა. მოძღვარმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოუთხრო ბერძენი წარმოშობის ბერის, ეფრემ არიზონელის, მონასტრული ცხოვრების ამბები. ბერი ეფრემი, ათონის მთაზე მოღვაწეობისას იოსებ ისიხასტის მოწაფე, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩასულა ამერიკაში….
ა.წ. 23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსა და შპს ,,გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების გულ-სისხლძარღვთა უფასოდ გამოკვლევას. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, ბატონ რევაზ ჯორბენაძის განცხადებით, ,,გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ წინასწარ განსაზღვრულ დღეებში ასევე უფასოდ ატარებს კვლევებს სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისთვის, ვეტერანებისა და დევნილებისთვის. სრულიად საქართველოს…
დიდად ვწუხვართ ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ბენიამინ ჩიხორლიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, რაც დიდი დანაკლისია მისი მრევლისთვის, ნეკრესის ეპარქიისა და ჩვენი ეკლესიისთვის. იგი 1990 წელს ეკურთხა მღვდლად და ყოველთვის თავდადებით, კრძალვითა და სიყვარულით ემსახურებოდა უფალს და მშობლიურ მხარეს. ალბათ სიმბოლურია, რომ მამა ბენიამინი სინასა და რაითის უდაბნოში სარკინოზთაგან მოწყვეტილი წმინდა ბენიამინის სახელს ატარებდა და მისი ამქვეყნიდან…
8 თებერვალს საქართველოში აღინიშნება ორი ღირშესანიშნავი მოვლენა – წმ. დავით აღმაშენებლის ხსენებისა და ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღე. 2023 წლის 6 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ამ მოვლენებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსასის პრორექტორმა სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორმა, დიაკვანმა ცოტნე ჩხეიძემ. ქართველი ერისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ,,დიდებული მეფისა“ და…
17 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ უმასპინძლა ცნობილ ქართველ მუსიკათმცოდნეს, პიანისტს, კონცერტმაისტერსა და პედაგოგს მარინა ლობჟანიძეს. ქალბატონ მარინას სასცენო და პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი არის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორი, ევგენი მიქელაძის სახელობის ქალაქ თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის…
2022 წლის ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ მასპინძლობდა არაფორმალური განათლების ტრენერთა მოსამზადებელ ორთვიან პრაქტიკულ და თეორიულ კურსს თეოლოგიაში. მასში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. 2023 წლის 8 თებერვალს „დავითიანნის“ იუბილეზე სტაჟიორებს გადაეცათ სერტიფიკატები. საიუბილეო საღამოზე მიწვეულნი იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში –…
ა.წ. 20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვალის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძისა და ფონდ ,,ნატვრის ხის“ ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის თეატრში, ჩატარდა საქველმოქმედო გალა კონცერტი – ,,მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქველმოქმედო კონცერტში ნინო სურგულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ: სპეციალური სტუმარი სუმი ჯო – სოპრანო ( ოსკარის და…
ა.წ. 20 თებერვალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო ვარსკვალის, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართება საქველმოქმედო გალა კონცერტი – ,,მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისათვის“. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა მოხმარდება თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ბავშვებს. გალა…
ა.წ. 15-17 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ათზე მეტი…