მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ფოფოდიების (სასულიერო პირების მეუღლეები) ფონდი “სიკეთის ერთი მარცვალი” არაერთ გაჭირვებულ ოჯახს დახმარებია, ახლაც ასეთი დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახს გაეწია, ეს გახლავთ საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და სხვადასხვა საჭიროების ნივთი. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ამ ფონდის ყოველი შემომწირველი. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese…
დიდად ვწუხვართ დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილის გარდაცვალების გამო. მან 24 წელი იმსახურა წმინდა მიქაელ ტვერელის ეკლესიაში წინამძღვრად და მრავალი სასიკეთო საქმე აღასრულა. ვუთანაგრძნობთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, წმინდა მიქაელ ტვერელის ეკლესიის მოძღვრებსა და მრევლს და შევთხოვთ ღმერთს, სავანესა მართალთასა განუსვენოს მამა ალექსანდრეს სულს, ხოლო თქვენ მოგანიჭით მისთვის ლოცვის ძალა. patriarchate.ge
2023 წლის 27 იანვარს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოილოცა სიონის საპატრიარქო ტაძარი და მიეახლა და თაყვანისცა წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორს, ბატონ ელდარ შენგელაიას, გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს. თქვენ, ღვთის ნებით, მოგეცათ შესაძლებლობა, თქვენი საქმიანობით, თქვენი შემოქმედებით გემსახურათ ხალხისთვუს და ყოფილიყავით სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი. თქვენი განსხვავებული ხედვა და მარადიული თემების ახლებურად წარმოჩენა უკვდავებასთან წილნაყარს ხდის თქვენს შემოქმედებას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს. ღმერთმა დაგლოცოთ და კვლავაც დიდხანს გამსახუროთ ჩვენი ქვეყნისა…
2023 წლის 23 იანვარს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), ეწვია ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას, სადაც წმინდა სინოდის სხვა მღვდელმთავრებთან ერთად პატივი მიაგო ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის (კაპანაძე) ხსოვნას, რომლის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ჰაბი (Academia Europaea Tbilisi Knowledge Hub) 2023 წლის აპრილის ბოლო კვირას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას თემაზე „გელათის აკადემია – მისი ეპოქა და მემკვიდრეობა“. კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს გელათის აკადემია როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი და, ამასთანავე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვას გელათის…
საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაცია Open Doors-ის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს, დაახლოებით, 360 მილიონი ქრისტიანი იდევნებოდა რწმენის გამო. World Watch List-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა 2022 წელს ქრისტიანების ყველაზე მეტად მდევნელი 50 ქვეყნის სიაში ლიდერია. ამ სიას, ერთი წლით ადრე, ავღანეთი ედგა სათავეში – იუწყება Global Orthodox. 2022 წელს „ქრისტიანების ექსტრემალური დევნის“ კუთხით, დიდი…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის და მასთან ერთად, ქართველთა გულმოდგინებით, შეიქმნა და იერუსალიმში ჩამობრძანდა ჯვარის მონასტრისთვის განკუთვნილი ტრაპეზის სახარება. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, ეს უნიკალური ქმნილება განსაკუთრებულია განთავსებული ხატებით – ტიხრული მინანქრით, გადმოცემულია ჯვრის მონასტრის ისტორია და პირველად, ერთად, განთავსებულია მონასტრის აღმშენებლები –…
2023 წლის 22 იანვარს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), საკვირაო წირვა ჩაატარა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი ქადაგებით მიმართა ტაძარში შეკრებილ მრევლს. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa