ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.11.2023 | 16:22
მემორანდუმის გაფორმება

2023 წლის 9 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიას რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა. ხელმოწერის…

16.11.2023 | 16:19
პოლონელი სტუმრების ბოლო ლექცია

ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონელმა სტუმრებმა ბოლო ლექციები ჩაატარეს. მსმენელთა წინაშე წარდგნენ ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი) და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იეჟი ოსტაპჩუკი. ეპისკოპოს ანდრიას ლექციის თემა იყო „საეკლესიო უნია, როგორც რომის კათოლიკურ ეკლესიასთან საღვთისმეტყველო დიალოგის პრობლემა“….

15.11.2023 | 14:31
100 000 მოწამის დღე

ა.წ. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად პარაკლისი აღავლინა და ჩვენი ერი უფალს და 100 000 მოწამეს შეავედრა. patriarchate.ge

14.11.2023 | 15:28
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ხალხთა სულიერი ერთობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

13 ნოემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონისა და ხალხთა სულიერი ერთობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტ ვ. ა. ალექსეევს შორის. შეხვედრის მონაწილეებმა, განიხილეს, კერძოდ, საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები, ასევე შეაჯამეს 2023 წელს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით განხორციელებული ფონდის სხვადასხვა ღონისძიების შედეგები. mospat.ru

14.11.2023 | 15:27
ბულგარეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეტოქიონში, ღვთისმსახურება განახლდა

2023 წლის 10 ნოემბერს ბულგარეთის დედაქალაქში კვლავ გაიღო წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კარი, რომელიც წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეტოქიონს და ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსის წმინდა მღვდელთმთავარ სერაფიმეს (სობოლევი) წმინდა ნაწილების განსასვენებელს. დიდი ხნის ნანატრი მოვლენის მონაწილენი და მოწმენი გახდნენ სოფიაში მცხოვრები მრავალი მორწმუნე, ასევე რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში ე.ვ. მიტროფანოვა და საელჩოს თანამშრომლები, მეტოქიონის ახალი…

13.11.2023 | 16:44
10 ნოემბერს, UNESCO-ს მიერ აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის.

ამ დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეკრებილ მეცნიერებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გააცნო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტო, ბატონო როინ, და პატივცემულო აკადემიკოსებო! ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც UNESCO-ს მიერ ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ…

10.11.2023 | 18:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მეცნიერებს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტო, ბატონო როინ, და პატივცემულო აკადემიკოსებო! ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც UNESCO-ს მიერ ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უკვე ტრადიციად იქცა ყოველი წლის 10 ნოემბერს საზეიმო ღონისძიების ჩატარება და გამორჩეულ ქართველ მეცნიერთა საქმიანობის აკადემიის სპეციალური სიგელით აღნიშვნა, სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად…

10.11.2023 | 18:38
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისრაელის ელჩი მიიღო

ა.წ. 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ქ-ნ ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ…

09.11.2023 | 16:01
პოლონელ სტუმართა ლექციები

2023 წლის 6 ნოემბერს, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ეწვივნენ – პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრი, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი) და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი – იეჟი ოსტაპჩუკი. ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორმა, სუპრასლის ეპისკოპოსმა ანდრიამ (ბორკოვსკი) ვრცლად ისაუბრა მე-16 საუკუნეში…

Τα σημαντικότερα νέα