ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.09.2022 | 16:55
ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს საღამოს ვესტუმრე ილია მეორეს, ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პატრიარქთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხზე ისაუბრა. „დღეს საღამოს ვესტუმრე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“. 1tv.ge

12.09.2022 | 17:50
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ შარლოტა კვანტალიანის გარდაცვალების გამო

ქალბატონ შარლოტა კვანტალიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს   მიღეთ ჩვენი თანაგრძნობა, ქალბატონ შარლოტას გარდაცვალების გამო. წავიდა ჩვენგან ცნობილი პოეტი და მკვლევარი, რომელმაც თავისი ცხოვრება ღმერთს და ეკლესიას, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან დაუკავშირა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II   patriarchate.ge

09.09.2022 | 17:39
96 წლის ასაკში, დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

🇬🇧 “სამეფო ოჯახის” ინფორმაციით, დედოფალი შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა. 2022 წლის 6 თებერვალს, 95 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს დასავლეთ ევროპის ეპარქია    

08.09.2022 | 18:54
სამი მწყემსმთავრის ერთობლივი წირვა საბერძნეთში [ფოტო]

4 სექტემბერს საბერძნეთში შედგა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანეს პირველი ვიზიტი უნეტარესი ეპიფანე საბერძნეთში ათენისა და სრულიად ელადის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ მიიწვია. მწყემსმთავრებს შეუერთდა კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. სამი ეკლესიის მწყემსმთავრებმა კავალას საკათედრო ტაძარში ერთობლივი საზეიმო წირვა აღავლინეს. wenews.ge

08.09.2022 | 18:53
ლონდონის ქართული სამრევლოს წერილი

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ქალაქ ლონდონის ქართული სამრევლო ღია წერილს ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ასლი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი,…

08.09.2022 | 18:48
ლატვიის ეკლესია წლის ბოლომდე სავარაუდოდ მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყოფა

ლატვიის თვითმმართველი მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით ლატვიის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი განხილვისთვის ლატვიის სეიმს გადაეცა. ლატვიის პრეზიდენტის ეგილს ლევიტსის ბრძანებით სეიმი უახლოეს მომავალში განიხილავს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტის მიხედვით ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია გახდება დამოუკიდებელი. სავარაუდოდ ლატვიის ეკლესია ავტოკეფალიისა და შესაბამისი ტომოსის მისაღებად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართავს. ამჟამად ლატვიის მართლმადიდებელი…

08.09.2022 | 18:46
ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე 2022 წლის 5 სექტემბრიდან ჰოსპიტალიზებულია. მისი უწმიდესობა კოვიდის შემდგომი პოსტკოვიდური პერიოდის პნევმონიას ებრძვის. არსებული ინფორმაციით, პატრიარქ ნეოფიტეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად მძიმეა. უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს 77 წლის სრულდება. უფლისმიერ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მის უწმიდესობას პატრიარქ ნეოფიტეს. wenews.ge

07.09.2022 | 18:53
მართალი ეზეკია (691 წელი ქრისტეს შობამდე) – 28 აგვისტო (10 სექტემბერი)

მართალი ეზეკია (721-691 ქრისტეს შობამდე) იუდეის უსჯულო მეფის, აქაზის ძე იყო. 25 წლისა ავიდა ტახტზე და 29 წელი მეფობდა იერუსალიმში. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (4 მეფ. 18-20): “ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, მესამე წელს გამეფდა ეზეკია აქაზის ძე, იუდეას მეფე. ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული….

06.09.2022 | 18:02
გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო

კულტურის სამინისტროს ცნობით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი, დროებითი გადახურვა მოეწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით მიმდინარეობდა. „ახალი დროებითი გადახურვა წინა გადახურვასთან შედარებით არის გაცილებით მსუბუქი და ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატური პირობებში. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია…

Τα σημαντικότερα νέα