იწყება სამოცდამეშვიდე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა. ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 13 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე…
4 მარტს თურქეთის ქალაქ ქოჯაელში პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა მარმარილოს ზღვის რეგიონში მცხოვრები მოსკოვის საპატრიარქოს რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის. საღმრთო ლიტურგია აღასრულა მღვდელმა გეორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელი სასულიერო პირია თურქეთის რესპუბლიკაში რუსულენოვანი მორწმუნეების სულიერ გამოკვებაზე. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა გიორგიმ მრევლთან შეხვედრა გამართა, სადაც ისაუბრა თურქეთში მოსკოვის საპატრიარქოს თემების ცხოვრებაზე, ასევე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ურთიერთობაზე…
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ავარიის ადგილას ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ, დამწვარ ვაგონებში დაღუპულები იპოვონ. შეგახსენებთ, ავარია საბერძნეთში 28 თებერვალს მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს დაეჯახა. შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი. სარკინიგზო ავარიის გამო თანამდებობა უკვე დატოვა საბერძნეთის ტრანსპორტის…
ქალბატონ ნინო სუხიშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიიღეთ ჩვენი სამძიმარი მეუღლის, ბატონ ზურაბ ლეჟავას, გარდაცვალების გამო. შევთხოვ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა. ამდენად, განშორება ახლობელთან დროებითია და მთავარია, ახლა მისთვის სულიერი დახმარების გაწევა. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ზურაბის უკვდავი სულისათვის, რათა…
,,დღეს არის შენდობის დღე, პატიების დღე. ამიტომ ახლა მოგმართავთ თხოვნით: გათავისუფლდით ცოდვებისაგან, მიიღეთ ლოცვა-კურთხევა და შენდობა ზეციერი მამისაგან. ღმერთმა შეგინდოთ და გაპატიოთ ყოველი თქვენი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ამინ!” საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ირღვევა ეროვნებით ქართველებისა და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება, თვითნებურად იერსახე ეცვლება ქართულ…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 21 თებერვალს, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ლოდის (ისრაელი) წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მარკელიოს დიმიტრიოს კარაგეორგიუსმა საჯარო ლექცია წაიკითხა. მოძღვარმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მოუთხრო ბერძენი წარმოშობის ბერის, ეფრემ არიზონელის, მონასტრული ცხოვრების ამბები. ბერი ეფრემი, ათონის მთაზე მოღვაწეობისას იოსებ ისიხასტის მოწაფე, გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩასულა ამერიკაში….
ა.წ. 23 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსა და შპს ,,გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების გულ-სისხლძარღვთა უფასოდ გამოკვლევას. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის, ბატონ რევაზ ჯორბენაძის განცხადებით, ,,გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ წინასწარ განსაზღვრულ დღეებში ასევე უფასოდ ატარებს კვლევებს სოციალურად დაუცველთათვის, პედაგოგებისთვის, ვეტერანებისა და დევნილებისთვის. სრულიად საქართველოს…
დიდად ვწუხვართ ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ბენიამინ ჩიხორლიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, რაც დიდი დანაკლისია მისი მრევლისთვის, ნეკრესის ეპარქიისა და ჩვენი ეკლესიისთვის. იგი 1990 წელს ეკურთხა მღვდლად და ყოველთვის თავდადებით, კრძალვითა და სიყვარულით ემსახურებოდა უფალს და მშობლიურ მხარეს. ალბათ სიმბოლურია, რომ მამა ბენიამინი სინასა და რაითის უდაბნოში სარკინოზთაგან მოწყვეტილი წმინდა ბენიამინის სახელს ატარებდა და მისი ამქვეყნიდან…