ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.03.2021 | 14:59
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა. მისი თქმით, ავტოკეფალიის აღდგენის დღე უდიდესი წარმატება და მიღწევაა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იღწვოდნენ და რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ღვაწლით დაგვირგვინდა. “ჩვენს თანამოქალაქეებს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს და სასულიერო…

27.03.2021 | 14:43
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ლემესოს მიტროპოლიტი ათანასე ადგილობრივ საავადმყოფოში კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომებით გადაიყვანეს

კორონავირუსის დადგენის შემდგომ, პირადმა ექიმებმა ლემესოელ მღვდელმთავარს ურჩიეს გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის ლემესოს საავადმყოფოში გადასულიყო. მიტროპოლიტ ათანასეს ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და ექიმების კონტროლს ექვემდებარება. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ლემესოს სამიტროპოლიტო.   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

27.03.2021 | 14:21
„მოიხსენენ, უფალო, სულნი შესვენებულთანი საუკუნესა შენსა საშვებელსა და განუსვენე!“

დიდი მარხვის მეორე შვიდეულის შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეა წმინდა იოანე ოქროპირი ქრისტიანთა მიცვალების შესახებ შეგვაგონებს: „ქრისტიანთა მიცვალებისას ანგელოზნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა… მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან – განვალს დიდებისა ამისგან, გათავისუფლდების ღვაწლისაგან და მივალს განსვენებად. ვითრაცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდების, ასევე სული, ტოვებს რა…

27.03.2021 | 13:00
საეკლესიო კალენდარი: 27 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მარტს ღირსი ბენედიქტე ნურსიელის და წმიდა აღმსარებლის ევსქიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი ბენედიქტე ღირსი ბენედიქტე ნურსიელი (+543), დასავლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ორდენის დამაარსებელი, დაიბადა იტალიის ქალაქ ნურსიაში 480 წელს. 14 წლის ყმაწვილი მშობლებმა რომში გაგზავნეს სასწავლებლად, მაგრამ, ირგვლივ არსებული უზნეობით შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ცხოვრების სხვა გზა აერჩია. თავიდან წმიდა ბენედიქტე მივიდა წმიდა…

26.03.2021 | 16:04
მარტვილში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ფრესკა დააზიანეს

მარტვილის სამონასტრო კომპლექსში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფრესკა დააზიანეს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სახე ფრესკაზე თითქმის სრულად წაშალეს.     — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

26.03.2021 | 15:43
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე საბერძნეთის ხალხსა და მთავრობას თურქთაგან განთავისუფლების 200 წლის იუბილეს ულოცავს.

მილოცვის წერილში რუსეთის პატრიარქი არ ახსენებს საბერძნეთის ეკლესიის მეთაურსა და წმიდა სინოდს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა საბერძნეთის ეკლესიასთან, ვინაიდან, ამ უკანასკნელმა აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მასთან დაამყარა ევქარისტიული კავშირი.   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

26.03.2021 | 14:22
მეუფე ნიკოლოზმა თევზებიანი აუზიდან ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ თევზები უღიტინებენ

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აუზიდან ვიდეოს აქვეყნებს. აუზში იმყოფებიან თევზები. მეუფე აცხადებს: “თევზები ცდილობენ, რომ ცოტა მოკბიჩონ რაღაც, ოდნავ… ძალიან პატარა პირები აქვთ და ღიტინივით არის, აი, რომ შეგიღიტინებს ვიღაცა, აი, ესეა. ზოგი ურტყამს, აი, ნახეთ, როგორ ურტყამს, საჩვენებელ თითზე ეს თევზი ურტყამს”. “მკურნალი თევზები არიან, ხელს რო ჩაყოფ თავისი საქმე იციან”,…

26.03.2021 | 14:17
“ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დაუშვებელია” – სერბეთის საპატრიარქო

სერბეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოხატა წინააღმდეგობა სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი იმ კანონპროექტის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ერთნაირსქესიან წყვილებს შორის კავშირის დაკანონებას. წმიდა სინოდმა კანონპროექტი დაუშვებლად გამოაცხადა, რადგან შემოთავაზებული დებულებების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება წმიდა სახარებას. კანონპროექტი სერბეთის მართლმადიდებლი ეკლესიის მღვდელმთავარებისთვის მიუღებელია, რადგან შემოთავაზებული დებულებების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება სახარებისეულ სწავლებას.   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

26.03.2021 | 13:14
საეკლესიო კალენდარი: 26 მარტი

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მოწამისა საბინესი; მოწამეთა: აფრიკანესი, პუპლისა და ტერენტისა; მოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ქრისტინე სპარსისა; ღირსისა ანინე ხუცისა და წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელ პატრიარქის ნაწილთა აღმოყვანებას;   წმიდა ნიკიფორე ონსტანტინეპოლელის ნაწილთა აღმოყვანება წმიდა ნიკიფორე დედოფალ ირინეს (797-802) სასახლის კარის მოხელე იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ, 806 წელს კეთილმსახურებით გამორჩეული მამა პატრიარქად აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის…

Τα σημαντικότερα νέα