ა.წ. 6 მაისს გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა ისტორიულ ჰერეთში. ყოვლადუსამღვდელოესი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების შემდეგ ამ ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურებას ადგილობრივ მრევლთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, – ირაკლი ქადაგიშვილი და…
ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პატარა კიტა – კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა. ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ…
გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გასაწევად და შესრულებული სამუშაოების გასაცნობად, საპატრიარქოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი მეცნიერები ლორი ვონგი,ოსტინ ნევინი და სარა სტენიფორსი. ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ, მეცნიერებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა. საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ესწრებოდნენ….
ა.წ. 27 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ფრანჩესკო როკა, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ქ-ნი ნათია ლოლაძე და მათი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს, ასევე წითელი ჯვრის როლს მსოფლიოსა და საქართველოსთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა…
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მოქმედ ტაძარსა და სამლოცველოში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთლები და წიგნები გაუგზავნა. patriarchate.ge
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გაუწყებთ თქვენ… საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ (1 ინ. 1,2). აღსრულდა სამოთხეში ადამისა და…
კირილე გუნდიაევმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მირონის კირთხევა შეასრულა რუსეთის ეკლესიაში მირონს ყოველ 10 წელში ხარშავენ. შეგახსენებთ 15 ავტოკეფალური ეკლესიიდან მირონის მოხარშვის პატივი მხოლო 4 ეკლესიას გააჩნია: ⛪️კოსტანტინეპილის მსოფლიო საპატრიარქოს ⛪️მოსკოვის საპატრიარქოს ⛪️საქართველოს საპატრიარქოს ⛪️რუმინეთის საპატრიარქოს. wenews.ge
პირველად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, პატრიარქმა პორფირემ მირონი აკურთხა. ბელგრადის (სერბეთის) საპატრიარქო ტომოსში გაწერილია რომ მირონი სერბეთის ეკლესიამ თავისი დედა ეკლესიისგან კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოდან უნდა მიიღოს. სერბეთის პატრიარქთა შორის პირველი პატრიარქა პირფირე რომელმაც ავტოკეფალიის ტომოსი დაარღვია შეგახსენებთ 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მირონს მხოლოდ 4 ეკლესია ხარშავს: ✝️კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო ✝️რუსეთის საპატრიარქო ✝️საქართველოს საპატრიარქო ✝️რუმინეთის საპატრიარქო…
2022 წლის 18 აპრილს, დიდ ორშაბათს მსოფლიო საპატრიარქოში წმინდა მირონის მომზადების პროცესი დაიწყო, რომელიც დიდ ხუთშაბათს დასრულდება და საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ეკურთხება. ამის შემდეგ წმინდა მირონი შემდეგ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს დაეგზავნებათ: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და უკრაინის ეკლესიებს. როგორც წესი წმინდა მირონის მომზადებაში ყველა ზემოაღნიშნული ეკლესიის წარმომადგენელი…