ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.09.2025 | 18:30
საპატრიარქოს დელეგაცია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია

ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია, სადაც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის…

13.08.2025 | 17:43
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება დიდგორობას (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა დიდგორობას დიდგორობასთან დაკავშირებული ღონისძიება, დიდგორის ველი  sazu.ge

13.08.2025 | 17:36
მიტროპოლიტი შიო და სხვა სასულიერო პირები დიდგორის ომიდან 904 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ

ამა წლის 12 აგვისტოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები დიდგორის ომიდან 904 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ. მიტროპოლიტმა შიომ ადგილზე შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და დავით მეფის ღვაწლსა და დიდგორის ომის დიდ სახელმწიფოებრივ და სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ…

12.08.2025 | 17:26
მეუფე შიო: ‘როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა დიდგორობას თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ და მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ…

12.08.2025 | 17:24
ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) შუასაუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა

ამა წლის 11 აგვისტოს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერობაში უფლის ფერისცვალების სახელობის შუასაუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე. sazu.ge

12.08.2025 | 17:23
მიტროპოლიტმა იობმა XVII საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა

ამა წლის 9 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის XVII საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი შიო მჭედლიშვილი. sazu.ge

11.08.2025 | 18:04
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ – საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) აღასრულა. თანამსახურებდნენ ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაიოზ დვალი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სხვა სასულიერო პირები. წირვას აგვისტოს ომში დაღუპულთა…

11.08.2025 | 17:56
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ შეიქმნა მრავალფუნქციური Android და Ios აპლიკაციები

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ შეიქმნა მრავალფუნქციური Android და Ios აპლიკაციები შეტყობინების სახით მიიღეთ ყოველი სიახლე. გაეცანით უახლეს საეკლესიო სიახლეებს, ქადაგებებსა და განცხადებებს. უნიკალური საეკლესიო კალენდარი – მიიღეთ სრული ინფორმაცია მიმდინარე თარიღთან დაკავშირებით, წაიკითხეთ მიმდინარე დღის დღესასწაულის ან წმინდანის ცხოვრების შესახებ, გაეცანით სახარებისა და სამოციქულოს საკითხავს, აგრეთვე, საღვთისმსახურო მოკლე ტიპიკონურ მითითებებს. გადმოწერეთ Android:…

11.08.2025 | 16:16
მიტროპოლიტმა ანტონიმ დეკანოზ იგორ ვიჟანოვს გადასცა პატრიარქის ბრძანებულება სსკგ-ის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

2025 წლის 8 აგვისტოს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ში ადმინისტრაციულ თათბირზე დეკანოზ იგორ ვიჟანოვს ამ სინოდალური უწყების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელიც 24 ივლისს გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით. გადასცა რა პატრიარქის ბრძანებულება,…

Τα σημαντικότερα νέα