თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს ღონისძიებები მიეძღვნა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
ამა წლის 22 აპრილს საქართველოს ეროვნულ არქივში გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი მიძღვნილი გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც მომზადდა ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსის, ქალბატონი ქეთევან ასათიანის ხელმძღვანელობით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მრავალმხრივი მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალა, ასევე ის შესამოსელი, რომელიც მას ემოსა 1977 წლის 25 დეკემბერს, აღსაყდრების დღეს. შეკრებილთ სიტყვით…
შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა. მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით. ასე რომ, მე-40 დღე ფრიად…
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და სხვა გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღავლინა. თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი…
მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და სხვა გარდაცვლილთა სულთა საოხად დიდი პანაშვიდი აღავლინა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება თომას კვირის სამშაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს შევიკრიბეთ, რომ მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები, ჩვენი ახლობლები და განსაკუთრებით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. უფალმა იესო ქრისტემ სადუკეველებს, რომლებსაც…
ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი. sazu.ge
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია თომას კვირას, კვირაცხოვლობას აღნიშნავს. თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. თანამსახურებდნენ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. ფოტო: ნინო სოზაშვილი…
ამა წლის 17 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი კალანდია და საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ია იმერლიშვილი არასრულწლოვანთა #11 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და მსჯავრდადებულებს წიგნები, სანთლები, პასკა და სხვა ტკბილეული მიუტანეს. დეკანოზმა გიორგიმ ჩაატარა ლექცია-სემინარი ბრწყინვალე შვიდეულისა და კვირაცხოვლობის შესახებ, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და არასრულწლოვნებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი…