ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით… ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი. დაე, მისი კეთილხმოვანება კვლავაც დიდხანს ატკბობდეს მსმენელს. ღმერთმა დალოცოს იგი და სულიერი სიხარულით აღავსოს. ღმერთმა…
დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო. სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა ,,მთავარი არხი,” ,,ტვ-პირველი” და ,,ფორმულა”.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც. ხშირად…
(თარგმანი) მისი უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ღვთივ საყვარელო ძმაო, მივიღე 2021 წლის 24 ივნისით დათარიღებულ თქვენი თხოვნის წერილი საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე, რომელიც სასჯელს იხდის სამხრეთ ოსეთში. ზ. გახელაძის დაჭერის ცნობილი გარემოების და მისთვის წაყენებული ბრალდების გამო, რომლითაც იგია გასამართლებული (მესაზღვრის სიცოცხლის ხელყოფა), საქმე ნამდვილად…
მრავალი ადამიანი აღსარებას აბსოლუტურად მოუმზადებელი მიმართავს და ამჯობინებს, რომ თავად მოძღვარმა ჰკითხოს ცოდვების შესახებ, თითქოს ეკლესია – საგამომძიებლო ორგანო იყოს, მღვდელი კი – ადამიანი, რომელმაც ჩვენს ცოდვებზე უნდა იმკითხაოს. სხვა უკიდურესობაც არსებობს – როცა ადამიანები აღსარებაზე იმისათვის მიდიან, რომ განაცხადონ – არანაირი ცოდვა რომ არ გააჩნიათ, ან მოძღვარს მოუყვნენ, თუ რაოდენ კარგები არიან და რამდენი…
1898 წელს გამოცემულ “აკაკის კრებულში” დაბეჭდილია ეს მშვენიერი მოთხრობა-“წმინდა გიორგის რაზმი”. ტექსტს წინ უძღვის შენიშვნა, სადაც აკაკი წერეთელი იხსენებს სოლომონის გამეფებამდელ ამბებს-“წინანასწარ დროებას”, მამამის ალექსანდრეს, მეტად შევიწროებულს თურქებისგან, რომელთაც აიძულეს მეფე, გადაეყენებინა ღირსეული მიტროპოლიტი, მოხუცებული ქუთათელი და მის ნაცვლად ქუთათელის ხარისხში ააყვანინა ზნედაცემული, ტყვეთა გამყიდველი ახალგაზრდა ჩხეიძე. აკაკი აღწერს მაშინდელი იმერეთის სავალალო მდგომარეობას და დასძენს:…
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის – მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი. მამა ლევანისა და მისი მრევლის თხოვნით, გვინდა მოგილოცოთ ტაძრის დღესასწაული, გისურვოთ სიმშვიდე, სიყვარული, გეწეოდეთ მოციქულთა მადლი ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი შემოწირა ტაძრის მშენებლობას და ყველას,…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, 5 ივლისის მოვლენებისას ყველამ დაინახა, როგორ ეფარებოდნენ და იცავდნენ სასულიერო პირები ჟურნალისტებს. „როგორც ნახეთ, ამ დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, ჟურნალისტს ეფარებოდეს, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებოდნენ და იცავდნენ ჟურნალისტებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც სასულიერო პირის…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საზეიმო ლიტურგია აღევლინება. წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას…
დღეს ვართ ბედნიერი, რომ ვდგავართ სვეტიცხოვლის ტაძარში, რომელიც თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული; ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ეს დიდი სიხარული, ხარება, სწავლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჩვენს ერს მოეცა, ჩვენი ერი გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. აი, რამდენი წყალობაა ჩვენზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობას, თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს…