ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
05.10.2021 | 18:17
მასწავლებლის დღე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს. იყო კარგი ამღზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო. დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად,…

04.10.2021 | 18:41
საეკლესიო კალენდარი: 4 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 4 ოქტომბერს მოციქულ კოდრატე 70-თაგანის, მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსის და ანდრია ხუცის, ისააკისა და მელეტისა, მოწამეთა ევსევის და პრისკეს ხსენების დღეს და როსტოველი მიტროპოლიტის დიმიტრის წმიდათა ნაწილთა პოვნას აღნიშნავს. მოციქული კოდრატე 70-თაგანი წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა…

01.10.2021 | 18:00
საეკლესიო კალენდარი: 1 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 1 ოქტომბერს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ღირსი ევმენიოსის – გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს და ირინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი…

30.09.2021 | 17:20
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. „სუსის მასალების“ გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი…

29.09.2021 | 17:44
საეკლესიო კალენდარი: 29 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 სექტემბერს ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, მოწამეთა სებასტიანას, მელიტინას, ღირსი დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოის, და მოწამე ლუდმილას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით…

28.09.2021 | 17:35
მეუფე შიო – ადამიანი სარწმუნოების მეშვეობით იწყებს ცოდვების გამოსწორებას

სარწმუნოებით შეიყვარებს ადამიანი უფლის მცნებებს, სარწმუნოების მეშვეობით იწყებს იგი ცოდვების გამოსწორებას და მადლმოსილ, მადლიან სულიერ ცხოვრებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფემ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ისაუბრა, რომელიც ხვალ აღინიშნება. „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ჯვართამაღლების წინა კვირა და…

28.09.2021 | 17:30
ღირსი გერასიმე, წმინდა სამების სახელობის მონასტრის განმაახლებელი სურვიაში (+1740) – 15 (28) სექტემბერი

ღირსი გერასიმე XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა. ის პელოპონესში, სოფელ ლეონდარში დაიბადა. რვა წლისა სასწავლებლად მიაბარეს. ის სწრაფად ჩასწვდა წმინდა წერილის სიბრძნეს და როცა შესაფერი ასაკი მოუვიდა, მღვდლად ხელი დაასხეს. შემდგ წმინდა გერასიმე მოსალოცად წმინდა მიწაზე წავიდა. სამშობლოში დაბრუნებული გულმოდგინედ შეუდგა მარხვას, მღვიძარებას და ლოცვას. ის დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში და თურქებისგან დამონებულ ბერძნებს სინანულისკენ მოუწოდებდა. ერთხელ…

28.09.2021 | 17:29
პოვნა ნაწილთა წმინდისა აკაკი (აღათანგელოზი) აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (III)

მელიტინელი ეპისკოპოსის წმინდა აკაკი აღმსარებლის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდა იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმინდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ცხოვრება იხილეთ 31 მარტის საკითხავში.   karibche.ambebi.ge

27.09.2021 | 17:23
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება…

Τα σημαντικότερα νέα