ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.06.2021 | 16:47
კულტურის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში იმყოფება და ვითარებას ადგილზე სწავლობს

კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აცხადებს, რომ იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება. „კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, პანდემიის პირობებში უსწრაფეს ვადებში მოხერხდა ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა გელათის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოსული არიან ფერწერის, სახურავის ექსპერტები, ისინი…

23.06.2021 | 16:42
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით

მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავისი სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხის და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის…

22.06.2021 | 17:24

საქართველოს საპატრიარქომ N5-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გამწვანების ღონისძიება განახორციელა ა.წ. 18 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” და ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მხარდაჭერით N5-ე ქალთა პენიტენციური დაწესებულების ეზოში გამწვანების ღონისძიება განხორციელდა. ამ დღესვე საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლის პროფესორმა, ქ-ნმა ლალი გოგინავამ დაწესებულებაში მყოფთათვის ჩაატარა ტრენინგი მცენარეების მოვლის შესახებ. patriarchate.ge

22.06.2021 | 17:22
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სული წმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს რომ უხვად გადმოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. დღეს ჩვენ ვლოცავთ გვარებს ბოლქვაძეებს, თვარაძეებს, ადუნიებს, ჩემიებს, ჯობავებს, სინატაშვილევს. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით დალოცვილი იყავით! ჩვენთან არს ღმერთი! patriarchate.ge

18.06.2021 | 17:52
საეკლესიო კალენდარი: 18 ივნისი

მართლმადიდებებლი ეკლესია 18 ივნისს მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერექისა, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგიოსისა, სელინიიოსისა, ერინეოსისა, პამბონესი, ღირსი დოროთეს, სერიდის სავანის მკვიდრის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. მღვდელმოწამე დოროთე წმიდა მღვდელმოწამე დოროთე (+დაახლ. 362) ტვირის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. მან დატოვა…

17.06.2021 | 16:55
ნინო ლომჯარია – ბევრ საკითხზე სრული თანხმობა გვაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ბავშვების ინტერესებთან მიმართებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრული თანხმობა აქვთ. „ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები იყო, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. კითხვა-პასუხი არ ყოფილა, უფრო მეტად იყო…

17.06.2021 | 16:53
მეუფე იაკობი – ძალიან გულითადი საუბარი გვქონდა, არ გვქონია პრეტენზიები, სიტუაცია უცებ აგორდა, მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) აცხადებს, რომ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ძალიან გულღია საუბარი ჰქონდა და განიხილეს ყველა ის პრობლემა, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს. „გვქონდა ძალიან გულღია, აბსოლუტურად გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად, სიტუაცია. შევთანხმდით, სახალხო დამცველი და მე, რომ ალბათ შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და…

17.06.2021 | 16:38
ნინო ლომჯარია – კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, ვაპირებთ, შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ ნინოწმინდის პანსიონში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ პანსიონში დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და მოვლენები განვითარდება ისე, როგორც ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის იქნება საჭირო. გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას თქმით,აპირებენ, შემდეგ…

16.06.2021 | 16:44
მეუფე იაკობი – სახალხო დამცველს შევხვდები თბილისში, თუნდაც ხვალვე, არ მაქვს პრობლემა

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელ, მეუფე იაკობის განცხადებით, არასდროს უთქვამს, რომ სახალხო დამცველს პანსიონში არ შეუშვებდა. მეუფე იაკობის თქმით, თავად პანსიონში ვინმეს შეშვების პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, იქ მყოფ ბავშვებს უფრთხილდება. მეუფე იაკობი ამბობს, რომ მზადაა, სახალხო დამცველს შეხვდეს თბილისში, საპატრიარქოს უნივერსიტეტში. „მე არასდროს მითქვამს, რომ არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს. ვამბობ, რომ შევხვდები თბილისში, აუცილებლად, თუნდაც ხვალვე…

Τα σημαντικότερα νέα