ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
16.06.2021 | 16:37
საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება

ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრებენ. „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“,…

15.06.2021 | 17:50
შეხვედრა ლიეტუვის პრეზიდენტთან სიონის საკათედრო ტაძარში

ა.წ.11 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალლციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის პრეზიდენტს, ბ-ნ გიტანას ნაუსედას, მის მეუღლეს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლეს….

15.06.2021 | 17:44
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ა.წ. 11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ფილიპ რიკერი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქ-ნი კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბ-ნ ფილიპ…

14.06.2021 | 18:05
ანდრია ჯაღმაიძე – ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება, ეს არ ყოფილა დღევანდელი შეხვედრის თემა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში დღეს გამართული შეხვედრის თემა არ ყოფილა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება. ეს არ ყოფილა დღევანდელი დღის თემა. საუბარია ვალდებულებაზე, რომ 2022 წლის პირველ აპრილამდე დიდი ზომის პანსიონების მცირე ზომის პანსიონებით ჩანაცვლება მოხდებოდა. ეს ახალი არ არის. საუბარია იმაზე, რომ…

14.06.2021 | 17:51
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. „პატრიარქის გადაწყვეტილებაა. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე. დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც დარჩენა უნდათ. ძალადობით არც არავის ტოვებენ. უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ბენეფიციარს ესაუბრებით, აქვს უფლება და ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჰყავდეს ადვოკატი. მეუფე სპირიდონი აპირებდა, დაახლოებით…

09.06.2021 | 17:55
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი​ც ესწრება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, საპატრიარქოსა და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე პანსიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე პანსიონატში რჩება 29 ბავშვი. „ჩვენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ჩამოვედით აქ, რომ ვიმსჯელოთ პანსიონატში არსებულ მდგომარეობაზე, ვნახოთ…

08.06.2021 | 17:45
საეკლესიო კალენდარი: 8 ივნისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივნისს აღნიშნავს მოციქულთა: კარპეს და ალფესის, მოწამეთა: გიორგი ახლის, ამბერკის და ელენეს, ღირსი იოანე აღმსარებელის ხსენების დღეს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებუოლი საეკლესიო კალენდარში. წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთგანნი წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს…

08.06.2021 | 17:36
მეუფე ნიკოლოზი – პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები, იღებენ, რა ხდება ეზოში

პანსიონში მუშაობენ სოცმუშაკები და მათ არ აქვთ მუშაობის საშუალება, რადგან დღეს მთელი დღეა, ჟურნალისტები კედელზე არიან გადმომძვრალები და იღებენ, ეზოში რა ხდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, პოლიციას მიმართავს თხოვნით, რომ შენობის დაცვა მოხდეს. „მოვუწოდებ სამართალდამცველებს, გამოიძიონ ეს საქმე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჭირდება…

07.06.2021 | 18:16
მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მინდა, ჩვენ ვიცხოვროთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ნებისმიერი დავა სამართლებრივი წესით გადაიჭრება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და ეს განაჩენი აუცილებლად გასაჩივრდება. „მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა ერთადერთ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, ისევ სამართლებრივი წესით შეიძლება ამ განაჩენის გასაჩივრება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რადგან არ…

Τα σημαντικότερα νέα