ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.05.2021 | 13:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა დიასპორისადმი (28.05.2021)

უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ჩვენო სულიერო შვილებო! გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით…

27.05.2021 | 18:31
საეკლესიო კალენდარი: 27 მაისი

საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს მოწამეების ისიდორეს, მაქსიმეს, ასევე იერუსალიმელი პატრიარქის ღირსი სერაპიონ სინდონიტის ლეონტის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. მოწამე ისიდორე წმიდა მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კურნძულ ხიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის…

26.05.2021 | 18:17
ილია მეორე – სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ერის მეობის განმსაზღვრელი, უმნიშვნელოვანესი თარიღი. იგი თაობათა ბრძოლის მონაპოვარია, მას თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს და თავისი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობისთვის. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი! ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამშობლოს კეთილდღეობისათვის იღვწის!“, – ნათქვამია…

25.05.2021 | 18:02
საეკლესიო კალენდარი : 25 მაისი

საქართელოს მართლმადიდებებლი ეკლესია 25 მაისს ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსის, გერმანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, საბინეს, კვიპრელი მთავარეპისკოპოსის და პოლუბიოსისა რინოკირელი ეპისკოპოსის, ასევე ერმოგენის, რუსეთის პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი (+403) წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა,…

24.05.2021 | 18:12
საეკლესიო კალენდარი: 24 მაისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 24 მაისს ნეტარი ქრისტესიას, ,მღვდელმოწამე მოკის, მოციქულთა სწორთა მეთოდეს და კირილეს, ასევე სერბელი მთავარეპისკოპოსი ნიკოდიმოსის ხსენების დღეს აღნიშნავს Sputnik –საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე (+1771) წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მას სიყრმითგან…

21.05.2021 | 18:28
საეკლესიო კალენდარი: 21 მაისი

21 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა და ღირსისა არსენი დიდისა Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117), გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი, მოუთმენლად ელოდა მესიის გამოცხადებას. შესაძლებელია, რომ იოანე იყო…

20.05.2021 | 17:53
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – გელათის ტაძრის ხარაჩოზე არაუფლებამოსილი პირის თვითნებურად გადაადგილების ფაქტის გამო, გარეშე პირთათვის ხარაჩოებზე ასასვლელი დაიკეტება

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ხარაჩოზე არაუფლებამოსილი პირის თვითნებურად გადაადგილების გუშინდელი სამწუხარო ფაქტის გამო, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება, – ამის შესახებ ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმიანება 19 მაისს რამდენიმე…

19.05.2021 | 18:11
ანდრია ჯაღმაიძე – დმანისში კონფლიქტის დარეგულირება არის სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება

რაც ჩვენ დმანისში ვიხილეთ, ცხადი გახდა, რომ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარკვეული ძალის მიერ, გარედან იყო ინსპირირებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, დმანისში კონფლიქტის დარეგულირებაში, შერიგებაში, მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე – სახელმწიფო, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც. „გუშინ მრავალი შეკითხვა ისმოდა…

19.05.2021 | 17:44
ანდრია ჯაღმაიძე – ანტიოქიის პატრიარქის ასლან ბჟანიასთან შეხვედრა ნეგატიური მოვლენაა, უცნაური ფაქტია და ამაზე რეაგირება გვექნება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრას ეხმაურება. ჯაღმაიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება ექნება. „ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, –…

Τα σημαντικότερα νέα