ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.07.2025 | 17:34
ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა გრიგოლმა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მცირე კურთხევის წეს-განგება აღასრულა

2025 წლის 7 ივლისს წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს შობის დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა ქალაქ მოსკოვში, ცენტრალური ვიკარიატის მმართველმა, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მცირე კურთხევის წეს-განგება აღასრულა და მასში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. მიტროპოლიტ გრიგოლს თანამსახურებდნენ ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის…

04.07.2025 | 16:50
პეტრიწონის მონასტერში ქართულ-ბულგარული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა

2 ივლისს პეტრიწონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეს პეტრიწონში გაიხსნა ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი და ჩატარდა საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად ბულგარეთის პატრიარქის, უწმინდესი დანიელის მეთაურობით. მის უწმინდესობასთან ერთად თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პეტრიწონის მონასტრის წინამძღვარი, ველიჩკის ეპისკოპოსი სიონი, ბროვაცკის ეპისკოპოსი იოანე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მონასტრისა და ბულგარეთის ეკლესიის სამღვდელოება. ამ დღეს პეტრიწონის,…

04.07.2025 | 16:47
დეკანოზი გიორგი კალანდია, რომელმაც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ჟესტური ენა ისწავლა

დეკანოზი გიორგი კალანდია, რომელმაც ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ჟესტური ენა ისწავლა და წირვას მათ ენაზე აღავლენს ტელეკომპანია “რუსთავი 2”  sazu.ge

03.07.2025 | 14:46
სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავი მსახურება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში

28 ივნისს სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მამა გიორგისთან თანამსახურებდნენ სემინარიის სტუდენტები: მღვდელ-მონაზონი აბელი (ბოგვერაძე), მღვდელი გიორგი მხატვრიშვილი, მღვდელი გიორგი ბუკნიაშვილი, მღვდელ-მონაზონი რაფაელი (ჩაჩანიძე) და მღვდელი თეოდორე რუბაშვილი. გალობდა სემინარიის გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ სემინარიის ფაკულტეტის დეკანისა და სტუდენტების ერთობლივი…

03.07.2025 | 14:35
სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირთათვის ტრენინგი ჩატარდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება ,,ღირებულებითი განათლებისა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების” შესახებ. მორიგი, რიგით მეორე ტრენინგი 26 და 27 ივნისს სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ…

02.07.2025 | 17:39
სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

პროფკავშირების კულტურის ცენტრში საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 2019 წლიდან თანამშრომლობს სტუდენტურ პარლამენტთან და ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა პროექტში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

02.07.2025 | 17:38
მეუფე შიო: ‘შრომა დალოცვილი და ნაყოფიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველად ეძიებ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და არა – პირიქით’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მესამე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მესამე კვირას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ორი ათასი წელი გავიდა უფალ იესო ქრისტეს ამ დედამიწაზე მოსვლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ზოგიერთ გამონათქვამს დღესაც ძნელად იღებენ…

02.07.2025 | 17:36
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება სულთმოფენობიდან მესამე კვირას (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მესამე კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი    

01.07.2025 | 18:13
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები კახეთში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სასწავლო წლის ბოლო, შემაჯამებელი ხასიათის ლექცია-სემინარი კახეთის რამდენიმე კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ლოკაციაზე ჩაუტარდათ სტუდენტებს. ტაძრის არქიტექტურისა თუ კედლის მხატვრობის ისტორიის შესახებ მიღებული თეორიული ცოდნა მატერიალური კულტურის ძეგლების ადგილზე შესწავლით, მათზე დაკვირვებით სრულყვეს სტუდენტებმა. მომავალმა ხელოვნებათმცოდნეებმა მოინახულეს საგარეჯოს რაიონში –…

Τα σημαντικότερα νέα