“მთავრობასთან შეთანხმება მიღწეულია, აღდგომის მადლმოსილ ღამეს ყველა ერთად რეგულაციების მკაცრი დაცვით შევძლებთ ლიტურგიაზე დასწრებას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავალთ ქალაქებიდან, ვერ შევძელებთ სოფლებში წასვლას და დიდ სუფრებს, მე მჯერა რომ თითოეული თქვენგანი ამას პასუხისმგებლობით მოეკიდება”, – განაცხადა უნეტარესმა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმიდა ევტიქის, მორავიის მთავარეპისკოპოსის წმიდა მეთოდიოსის და ღირსი პლატონიდა ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ევტიქი – კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი ევტიქი დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ…
ა.წ. 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი ბ-ნი არმენ სარქისიანი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს. მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს….
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია15 აპრილს წმინდა გიორგი მაწყვერელის, ღირსი ტიტე საკვირველმოქმედის, მოწამეთა: ამფიანესი და ედესის, ასევე მოწამე პოლიკარპეს ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო” მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. გიორგი მაწყვერელი საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა გიორგი მაწყვერელის (IX-X) ხსენების დღეა. გიორგი მაწყვერელი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვწეს…
რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის უხუცესი მუდმივი წევრი, მოსკოვის მიტროპოლიის მმართველი, კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტი იუბენალი პირადი თხოვნის საფუძველზე პენსიაზე გავიდა კრუტიცისა და კოლომენის მიტროპოლიტმა იუბენალიმ პენსიაზე გასვლის თხოვნით ოფიციალურად მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს. მიტროპოლიტმა პენსიაზე გასვლის მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მიტროპოლიტი იუბენალი 85 წლის არის. ის 1965 წლიდან იმყოფება მღვდელმთავრის…
2021 წლის 14 აპრილს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი, სინადონის მიტროპოლიტი დიონისე. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
“2021 წლის 10 აპრილს, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ეპარქიის მონაზონმა იონამ (ერში ლაშა ტუღუში) თავისი მმართველი მღვდელმთავრის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობისა და ეპარქიის ერთ-ერთი კლერიკოსის, მღვდელ-მონაზონ ანგიას (გუნია) მისამართით გააჟღერა არაერთი მძიმე, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური ბრალდება, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან შესაბამისი კანონიკური ხასიათის განმარტება და შეფასება მოჰყვეს. ეკლესია, როგორც სულიერი მკურნალი, მზად…
კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარს კუნძულ როდოსზე, ლერუს მიტროპოლიტ პაისის. 77 წლის მღვდელმთავარი ჰოსპიტალიზებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ პაისის. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
თაბორის წმიდა მთაზე საღმრთო ლიტურგია აღასრულა მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, რომელსაც თანამსახურებდნენ იერუსალიმის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და მღვდელმსახურები. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი