საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ანგელოზის დღე მიულოცა. გულითადად გილოცავთ თქვენი ანგელოზის დღეს. თქვენი ზეციური მფარველის, ღვთის წინასწარმეტყველ ელიას წინამძღოლობით გაძლიერებული, თქვენ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს აჩვენებთ უფლის მცნებების მიმდევრობის კეთილ მაგალითს და მტკიცე სასოობას მის ყოვლადსახიერ განგებულებაზე, განამტკიცებთ ხალხს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და მოუწოდებთ დაიცვან ივერიის ძველი…
28 ივნისს სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავად თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მამა გიორგისთან თანამსახურებდნენ სემინარიის სტუდენტები: მღვდელ-მონაზონი აბელი (ბოგვერაძე), მღვდელი გიორგი მხატვრიშვილი, მღვდელი გიორგი ბუკნიაშვილი, მღვდელ-მონაზონი რაფაელი (ჩაჩანიძე) და მღვდელი თეოდორე რუბაშვილი. გალობდა სემინარიის გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ სემინარიის ფაკულტეტის დეკანისა და სტუდენტების ერთობლივი…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სასწავლო წლის ბოლო, შემაჯამებელი ხასიათის ლექცია-სემინარი კახეთის რამდენიმე კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ლოკაციაზე ჩაუტარდათ სტუდენტებს. ტაძრის არქიტექტურისა თუ კედლის მხატვრობის ისტორიის შესახებ მიღებული თეორიული ცოდნა მატერიალური კულტურის ძეგლების ადგილზე შესწავლით, მათზე დაკვირვებით სრულყვეს სტუდენტებმა. მომავალმა ხელოვნებათმცოდნეებმა მოინახულეს საგარეჯოს რაიონში –…
ამა წლის 27 ივლისს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, გაიმართა ეპარქიასთან არსებული ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ საღამო, სადაც საგალობლებთან ერთად ხალხური სიმღერებიც შესრულდა. sazu.ge
ამა წლის 28 ივლისს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხოვრეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის შუა საუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე. sazu.ge
XXI საუკუნის ცდუნებები და ეკლესიის მნიშვნელობა დღევანდელ დღეს დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე – ვარკეთილის წმინდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “პრაიმშოუ” sazu.ge
ამა წლის 22 ივლისს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) წარდგინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ამავე ეპარქიის სასულიერო პირები: ქალაქ პიზის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი მათე ქუთელია აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. ქალაქ პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლოს მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ეფრემი (ჯოლოხავა) აღყვანილია იღუმენის…