ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.03.2021 | 16:35
საეკლესიო კალენდარი – 30 მარტი

ამ დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა, ლეკთაგან წამებულისა (1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (411); მოწამისა მამისა მარინოსი. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ არიან ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ-მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული ღირსი გაბრიელ მცირე თბილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი…

30.03.2021 | 16:30
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. როგორც დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა. „წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები იმაზე, რა ბრალდებაც მეუფე პეტრემ წაუყენა პატრიარქს – მაინტერესებდა, როდის ჩაინიშნება გაფართოებული კრება. მეორე კითხვა, რაც მქონდა, იყო ის, შეუძლია თუ…

29.03.2021 | 18:24
საეკლესიო კალენდარი: 29 მარტი

29 მარტს ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. ამბროსი აღმსარებელისა; პიმენ სალოსისა და ანტონი მესხისა; მოწამისა საბინესი; მოწამისა პაპასი; მოციქულისა არისტობულესი; მღვდელმოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ივლიანესი; მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელთა ხუცესთა. Spurnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა დამსახურება მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861…

29.03.2021 | 18:19
მეუფე სტეფანე – მოვუწოდებ ყველას, ვინც მონაწილეობდა ეკლესიაზე თავდასხმაში, ვინც მონაწილეობს ამბოხში, მოინანიონ, ვიდრე არ მოინანიებენ, ეკრძალებათ ზიარება

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს წირვა აბაშის საკათედრო ტაძარში ჩაატარა. მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვის შემდგომ ქადაგებისას აღნიშნა, რომ „ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე“ ბერებს, მონაზვნებსა და საერო პირებს ზიარების უფლება აუკრძალა. მისივე განმარტებით, სასულიერო და საერო პირებს მონანიებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. მიტროპოლიტ სტეფანეს განმარტებით, აღნიშნული ადამიანები მართული არიან ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ….

28.03.2021 | 15:44
მეუფე ნიკოლოზი – თუ დამარწმუნებენ, ამიხსნიან და თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ, კამერების წინაშე ავიცრა

თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად, რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე, მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. ის მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არ სჭირდება, თუმცა ხალხის გასამხნევებლად მზად არის, რომ ვაქცინაცია საჯაროდ…

28.03.2021 | 15:38
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ეპარქიაზე – მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც – სიმართლე ერთია და ის უნდა გაირკვეს

მღვდელმთავარს შეუძლია ზიარებისგან დაყენება, მღვდელმსახურების შეჩერება, განკვეთაც, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ანდრია ჯაღმაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეპარქიაში დაძაბულობა სიმშვიდით შეიცვლება. „ზოგადად, ეპარქიაში დაძაბულობა შეინიშნება, რაც დაკავშირებულია იმ ცნობილ მოვლენებთან, რაც მეუფე პეტრეს ეპარქიის დატოვებით დასრულდა. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად…

28.03.2021 | 13:46
ილია მეორე – დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისთვის

დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგების დროს განაცხადა. პატრიარქმა საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, განსაკუთრებით მომავალ თაობაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც “უარყოფითი მოვლენებით არის გარემოცული”. „ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე –…

28.03.2021 | 13:37
წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი

წმიდა გრიგოლს ეკლესია დიდმარხვის მეორე კვირიაკეს იხსენიებს. წმიდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. თავდაპირველად მისი მშობლები მცირე აზიაში ცხოვრობდნენ, გრიგოლ პალამამაგრამ თუქების შემოსევის დროს კონსტანტინეპოლში გადასახლდნენ და იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (1282-1328) კარზე ჰპოვეს თავშესაფარი. გრიგოლის მამა – კონსტანტინე სასახლის კარის მსხვილი მოხელე გახდა, მაგრამ მალე გარდაიცვალა….

28.03.2021 | 13:00
საეკლესიო კალენდარი: 28 მარტი

28 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მოწამისა აგაპისა და მისთანა 7 მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა ; მღვდელმოწამისა ალექსანდრესი; მოწამისა ნიკანდრესი;   წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე…

Τα σημαντικότερα νέα